ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [video]

2019-09-20 11:03:03

ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ერთმანეთს "ბე ემ ვე"-ს მარკისა და "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

პაციენტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ავარიის გამო მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდული იყო.