"Off-Road Club Rustavi"

2019-09-15 15:52:01

რუსთავში, ავტომოყვარულებისთვის ჯგუფი "Off-Road club Rustavi" შეიქმნა. ჯგუფში გაწევრიანება ნებისმიერ რუსთაველს შეუძლია, ვისაც 4x4 ავტომობილი ჰყავს და უყვარს მოგზაურობა.

ავტომოყვარულთა კლუბის შექმნის იდეა სამ რუსთაველ ახალგაზრდას გაუჩნდა. ამ დროისთვის ჯგუფი 25 წევრისგან შედგება.

"ჯგუფის მიზანია, მოვიზიდოთ ავტომოყვარულები, ვისაც ჰყავს ჯიპები და მაღალი მანქანები, 4x4-ზე. მოეწყობა ტურები, გავივლით რთულ აღმართებს, გაუკვალავ გზებს ტალახში", - განაცხადა ჯგუფის ერთერთმა შემქმნელმა რამაზ კრაწაშვილმა.

ჯგუფი სხვადასხვა სახის შეხვედრებს, რუსთავში პერიოდულად გამართავს.