საკალათბურთო გუნდის ახალი შემადგენლობა [photo]

2019-09-10 17:33:50

რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში საკალათბურთო კლუბის "რუსთავი", სამწვრთნელო შტაბმა, გულშემატკივარს და დამსწრე საზოგადოებას გუნდის ახალი შემადგენლობა და სათამაშო ფორმა წარუდგინა.

სუპერლიგის ახალი სეზონისთვის "რუსთავი" უკვე ინტენსიურ მოსამზადებელ პერიოდს გადის და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს.

ახალ სეზონზე "რუსთავი"-ს  მთავარი მწვრთნელი ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კეცელიდისი იქნება, მას ასისტენტობას ანატოლი ბოისა და მიხეილ ბერუაშილი გაუწევენ.

რუსთავის გუნდი ახალ საკალათბურთო სეზონს  გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება და რუსთაველთა რიგებში იხილავთ: გიორგი ცეკვავას, ილია ლონდარიძეს, საბა ლობჯანიძეს, ოთარ ფხაკაძეს, აკაკი ლომოურს, გეგი ბაქრაძეს, მერაბ ბოქოლიშვილს, ლუკა სიხარულიძეს, გიგი ტაბაღუას და ზურაბ ვაშაკიძეს. ასევე ლეგიონერებს დენზელ ლივინგსტონს, ნიკოლა ტადიჩს და ერიკ კოპსს.

"გუნდი ახლიდან დაკონფლექტდა, კონტრაქტები გაფორმდა, გაკდეთდა გამოცდილ კალათბურთელებისა და ახალგაზრდა ადგილობრივი კადრების სინთეზი, მოწვეულია უცხოელი სპეციალისტი გეორგიოს კეცელიდისი, გუნდი უკვე ორი თვეა ვარჯიშობს, მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონატის დასაწყისს. მოლოდინი შარშანდელზე უკეთესია" - განაცხადა საკალათბურთო კლუბ "რუსთავი"-ს პრეზიდენტმა კობა კობიაშვილმა.

"სარშანდელი სეზონიდან გამომდინარე გულრწფელად რომ გითხრათ რთული სეზონი გვქონდა, ვისარგებლებ შემთხვევით და კალათბურთის ფედერაციას მინდა გულრწფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიწადინა და რუსთავს მისცა შანსი უმაღლეს ლიგაში დარჩენილიყო და გააგრძელოს ასპარეზი, მე ვფიქრობ ის გადაწყვეტილება, რაც რუსთავის გუნდთან მიიღეს იქნება შედეგიანი და კიდევ ბევრი გულშემატკივარი შეემატება ჩვენს საკალათბურთო გუნდს" - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

"შევხვდით რუსთავის საკალათბურთო კლუბის გაძლიერებულ შემადგენლობას, რომელიც ემზადება 2019 წლის სეზონის ახალი საკალათბურთო სეზონისთვის, სასიამოვნოა რომ კლუბში არის ახალი ცვლილებები, რაც დიდ იმედებს გვისახავს. მე მინდა საუკეთესო სურვილები ვუსურვო კლუბს და გულშემატკივარს, გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდშ ინფრასტრუქტურად რუსთავში კარგი შემატებება იქნება, რაც საშუალებას მისცემ სკლუბს კარგი, ევროპულ, თანამედროვე გარემოში ივარჯიშოს" - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

შეხვედრას კალათბურთელები, ჟურნალისტები, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და კლუბის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

RUSTAVI