ვინ არის მტკვარში გარდაცვლილი მამაკაცი

2019-08-19 00:37:24

მტკვარში დამხვრჩვალი ახალგაზრდა, 35 წლის გიორგი სალიაა, მამაკაცი რუსთავში XIX მიკრორაიონში ცხოვრობდა.

3 დღიანი ძებნის შემდეგ დილით მაშველებმა დაკარგული მამაკაცის ცხედარი, რუსთავში მტკვრის ნაპირზე ნახეს.

გიორგი სახლიდან 15 აგვისტოს საღამოს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

მეთევზეებმა მისი ტანსაცმელი მტკვრის ნაპირზე ნახეს და  პოლიციას შეატყობინეს. ტანსაცმელთან ერთად იყო ლექსების რვეული და სხვა პირადი ნივთები.

იყო თუ არა სუიციდი უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო.