"ფორსაჟს" რუსთავში გადაიღებენ

2019-08-14 19:47:09

ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილმის "ფორ­სა­ჟის" გა­და­ღე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა და ერთ თვე გაგ­რძელ­დე­ბა.

პოპულარული ფილმის მე-9 ეპიზოდის რამდენიმე სცენას სწორედ საქართველოში გადაიღებენ.

გადაღებას ქარ­თუ­ლი საპ­რო­დუ­სე­რო კომ­პა­ნია Enkeny Films "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ახორციელებს. გადაღებები თბილისსა და რუსთავში მოხდება.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გადამღებმა ჯგუფმა რუსთავში რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა და არჩევანი ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობანზე გააკეთეს.

მე-9 ეპიზოდის გადაღებები 19 აგ­ვის­ტო­დან 20 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით გა­ი­მარ­თე­ბა, რუსთავს კი გადამღები ჯგუფი 2-7 სექ­ტემ­ბე­რს ეწვევა.

საქართველოში გადასაღები სცენების ბი­უ­ჯე­ტი 31 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

აღსანიშნავია რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მის ბოლო ათ წუთს გა­და­ი­ღე­ბენ, მისი ეკრანიზაცია კი 2020 წელს მოხდება.

RUSTAVI