სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში

2019-07-22 16:51:04

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქალაქის სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მონახულებას აგრძელებს. მერი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენებთან ერთად #1,#2,#3,#11,#9,#6 საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმყოფებოდა.

აღნიშნულ სკოლებში სპორტული დარბაზებისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში დერეფნებისა და სველი წერტილების მოწესრიგება ხდება, ზოგიერთ სკოლაში კი შენებოს გადახურვის, შემოღობვისა და შენობაში იატაკის შეცვლის სამუშაოები ტარდება.

ირაკლი ტაბაღუამ სამუშაოების მიმდინარეობის ტემპები დადებითად შეაფასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართა.

ჯამში, აღნიშნულ სკოლებში სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 380 175 ლარი გამოყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სკოლებში სამუშაოების დასრულების ვადა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე აქვთ.