შეხვედრა USAID-ის ოფისში

2019-07-22 13:54:02

რუსთავში "პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული მოძრაობა დაფუძნდა.

ახალგაზრდულ ორგანიზაციას საფუძველი რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩაეყარა.

პარტიის თანამოაზრე რუსთაველ ახალგაზრდებს "პატრიოტთა ალიანსის" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თორნიკე არევაძე და ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში პარტიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

როგორც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა დაანონსეს, ისინი ორგანიზაციების შექმნას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ.