ცეცხლი ენერგო-პრო ჯორჯიას ქვესადგურში

2019-07-22 13:23:33

ენერგო-პრო ჯორჯიას ქვესადგურში, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ემსახურება ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი ქვესადგურის ტერიტორიაზე არსებულ ხმელ ბალახს წაეკიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.