სიმაღლიდან ვარდნის ფაქტი რუსთავში

2019-07-14 00:20:13

სიმაღლიდან ვარდნის ფაქტი რუსთავში.

მე-20 მიკრორაიონში 3 წლის ბავშვი პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მცირეწლოვანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მოზარდის მდგომარეობა სიციცხლესთან შეუსაბამო არ არის.

“3 წლის ბიჭუნა შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ. გასინჯვით ამ ეტაპზე ბავშვი კონტაქტურია, რეფლექსები შენახულია, თუმცა აღენიშნება ზედაპირული დაზიანება სახის მიდამოში. მიმდინარეობს კვლევები. სანამ კვლევები არ დასრულდება, დაზუსტებულ პასუხს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით”, - აცხადებს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი.

RUSTAVI