მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა [photo]

2019-06-25 16:45:18

ხანძარი რუსთავში მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის  სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ცეცხლი "მერსედესის" მარკის სამგზავრო მიკროავტობუსის ძრავს, კონკრეტულად კი ელექტროსადენებს გაუჩნდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი მძღოლს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, რა დროსაც მან სახის არეში დამწვრობები მიიღო.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.