ხანძარი რუსთავში, ბარამბოს საწყობთან [photo]

2019-06-18 01:34:29

რუსთავში, XIX მიკრო რაიონში ბარამბოს საწყობთან ხანძარი გაჩნდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ცეცხლი ხის მასალას და ე.წ. "პადონებს" წაეკიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.