ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

2019-06-17 20:34:12

ევროპული საქართველო რუსთავში პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას სხვადასხვა ლოკაციებზე კვლავ აგრძელებს.

"ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, საკმაოდ ბევრი ხელმოწერა შევაგროვეთ რუსთავის სხვადასხვა ლოკაციაზე და დღეს ვიმყოფებით შარტავას მოედანზე. აქტივობა და მოსახლეობის ჩართულობა საკმაოდ მაღალია, ადამიანებს სურთ სამართლიანი საარჩევნო სისტემა ჰქონდეთ", - განაცხადა ევროპული საქართველოს, რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო იმედაშვილმა.