ირაკლი ტაბაღუას სახლი გაქურდეს

2019-06-04 12:28:48

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას სახლი გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით სახლიდან წაღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, რამდენიმე ბოთლი ღვინო და ხელის ტრაქტორი.

ფაქტის შესახებ რუსთავის მერის ოჯახმა სამართალდამცველებს უკვე აცნობა. 

როგორც ,,ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.