რუსთავში მგზავრები აქციას მართავენ

2019-05-23 09:38:40

რუსთავში მგზავრები XIX მიკრორაიონში აქციას მართავენ.

მაღლივი კორპუსის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა შეზღუდულია. 

არსებული ინფორმაციით თეთრი ფერის მიკროავტობუსებს მგზავრების გადაყვანა აეკრძალათ.

ადგილზე კომპანია "ინტერტრანსის" და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან.

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავ მძღოლებს არ ატარებენ.