10 ლარიანი ჯარიმა ტროტუარზე პარკირებისთვის

2019-05-17 21:44:51

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, საქართველოს ფოსტის შენობის წინ ტორტუარზე ავტომობილის დაპარკინგების გამო მანქანის მეპატრონე დააჯარიმეს. 

ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ლოკაცია, სადაც მანქანებს ტროტუარებზე აპარკინგებენ, რაც ფეხითმოსიარულეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ხშირ შემთხვევაში მანქანებით დატვირთულ ტროტუარზე გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია.

ტროტუარებზე დაპარკინგებულ ავტომობილებს რუსთავში ძირითადად შარტავას, მესხიშვილისა და მეგობრობის გამზირზე შეხვდებით.

ინფო რუსთავთან ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს რომ - "საჯარიმო სანქციებს ტროტუარზე მანქანის დაპარკინგების გამო სამართალდამცავები არ იყენებენ კოსტავას გამზირის არა რეაბილიტირებულ ნაწილზე, რუსთაველის ქუჩაზე და ასევე მიკრორაიონებში სადაც ეზოში პარკირება ავტომობილების სიმრავლის გამო შეუძლებელია და მძღოლები ხშირად ტროტუარზე აპარკინგებენ ავტომობილებს.

რუსთავში ავტოპარკინგისთვის რამდენიმე ქუჩა მოეწყო, თუმცა ქალაქის დიდ ნაწილში ავტომობილების პარკირება თითქმის შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის მძღოლები, საპატრულო პოლიციის მიერ 10 ლარით დაჯარიმდებიან. ასევე პოლიციას აქვს უფლება, რომ თუ მითითების შემდეგ ავტროსატრანსპორტო საშუალების მეპატრონე მანქანას აღნიშნული ტერიტორიიდან არ გაიყვანს, გამოიძახოს ევაკუატორი და მოხდეს ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. შესაბამისად, მძღოლს 10 ლარის გარდა, საჯარიმო სადგომზე განთავსებისთვის დღიური თანხის გადახდაც მოუწევს.