8 საათიანი შეეფერხება და უკმაყოფილო მომხმარებელი

2019-03-14 10:39:26

8-საათიანი შეფერხების შემდგომ facebook-ი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, თუმცა პრობლემები instagram-სა და whats upp-ზე მაინც არსებობს.

ათასობით მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე საათის განმავლობაში ერთმანეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. messenger-ის საშუალებით არ იგზავნებოდა ფოტო-ვიდეო მასალა, არ იწერებოდა ლაიქები და კომენტარები. ზოგ მომხმარებელს ავტორიზაციასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა, instagram-ი კი სრულიად უკონტროლო იყო.

პრობლემასთან დაკავშირებით facebook-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ხარვეზიდან 2 საათის შემდგომ განაცხადა და აღნიშნა რომ შეფერხება მართლაც არსებობდა, თუმცა კიბერ თავდასხმას გამორიცხავდა და მომხმარებლებს შეფერხების მოკლე ვადებში მოგვარებას ჰპირდებოდა.

facebook-ის instagram-ის და messenger-ში არსებულმა ხარვეზებმა პრობლემები ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ჩრდოლოეთ ამერიკის მომხმარებლებს შეუქმნა.

შეფერხებით მუშაობდა whats upp-იც, რომელიც ასევე facebook-ს ეკუთვნის.

RUSTAVI