იტალიაში ახალგაზრდა ქართველი დააკავეს

2024-04-28 14:04:37

იტალიაში კარაბინერებმა 23 წლის ქართველი დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკეტილ ბინაში, ორი ადამიანი შევიდა. იქ დაყენებული განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ კი, ბინის მეპატრონის შვილმა ვიდეოსათვალთვალო კამერებში ნახა ორი პირი, რომლებსაც სახლიდან მოპარული ნივთები, მათ შორის საათები და ძვირფასეულობა, ჩანთებით გაჰქონდათ.

მეპატრონე ადგილზე მალევე მივიდა, რასაც ქურდობაში ეჭვმიტანილებთან ჩხუბი მოჰყვა. ერთ-ერთმა კი ამ დროს გაქცევა მოახერხა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქართველის დაკავება შეძლეს და რომის რებიბიას ციხეში გადაიყვანეს.