შეიარაღებული თავდასხმა სკოლაზე [video]

2021-05-11 12:10:45

ყაზანის N175 სკოლაში შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ. [ვიდეო/video]

რუსული გამოცემის RIA-ს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმას მინიმუმ 11 ადამიანი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის უმეტესად მოსწავლეები არიან.

ამ დრომდე მიმდინარეობს სოლიდან მოსწავლეები ევაკუაცია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის შენობაში ორი მამაკაცი შევიდა, რომლებმაც, მოულოდნელად, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყეს. ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თავდამსხმელებს შორის ერთი 17 წლის პირია, თუმცა ის ამავე სკოლის მოსწავლე არაა.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების 21 ეკიპაჟია მობილიზებული. ევაკუირებულ ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები