სომხეთმა განჯა ისევ დაბომბა [video]

2020-10-17 11:13:07

სომხეთმა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი ისევ დაბომბა. [ვიდეო/video]

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის განცხადებით, სარაკეტო შეტევები ოცამდე შენობაზე განხორციელდა.
შემთხვევის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-მდე დაშავდა.

მოხალისეები და მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გამოყვანას, მათ შორის იყო მცირეწლოვანი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის განცხადებით, სარაკეტო შეტევები ქალაქ მინგეჩაურზეც განხორციელდა, თუმცა აზერბაიჯანულმა საჰაერო დაცვამ რაკეტების ჩამოგდება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო დაპირისპირება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 27 სექტემბერს განახლდა. 10 ოქტომბერს კომნფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ვერ მოხერხდა და შეთანხმეიბის დარღვევაში ორივე ქვეყანა ბრალს ერთმანეთს სდებს.

დაპირისპირების შედეგად ორივე მხრიდან რამდენიმე ასეული ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამშვიდობო მოქალაქეები, ასევე დაშავდა რამდენიმე ათასი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI