რუსეთში კარანტინიდან პაციენტები გაიქცნენ

2020-02-13 13:54:08

რუსეთის სავაადმყოფოდან კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფი სამი პაციენტი გაიქცა. ინფორმაციას TIME-ი ავრცელებს.

ერთ-ერთმა გაქცეულმა სავადმყოფოს თავი ფანჯრიდან გადახტომით დააღწია, მეორემ კი ელექტრული კარი ხელოვნურად  მწყობრიდან გამოიყვანა და პალატიდან ისე გაიპარა.
ქალბატონების თქმით, გაქცევის მიზეზი ექიმებისა არაკომპეტეტურობა და იქ შექმნილი მძიმე ვითარება იყო. გაქცეულების აზრით, ინფიცირების შანსი სავადმყოფოში უფრო იზრდებოდა.

გაქცეულებს შორის არის ერთ-ერთის მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც საავადმყოფოში მოხვედრამდე 37,3C სიცხე ჰქონდა და ასევე ახველებდა.
სავადმყოფოში გადაყვანილ ბავშვს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს და ტესტირების შედეგის 3 დღეში შეტყობინებას დაპირდნენ. თუმცა ბავშის დედის განცხადებით, ხუთი დღის განმავლობაში ისინი სავაადმყოფოში პერსონალის მხრიდან უყურადღებოდ დარჩენილები იმყოფებოდნენ.

სავადმყოფოდან გაქცეულებს პოლიციამ მათსავე სახლში მიაგნო და დაკითხა. ბოლო მონაცემებით ბავშვი, მისი დედა და მამა სრულიად ჯანმრთელები არიან და კორონავირუსი არ აქვთ.

სავაადმყოფოდან სხვა გაქცეული ქალბატონებიც ადასტურებდენ, რომ ექიმები და პერსონალი არაკომპეტეტურები არიან.

RUSTAVI