გიორგი ფხაკაძე ვაქცინირებულებს მიმართავს

2021-09-18 18:35:49

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვას აქვეყნებს და აცრილ მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც თავად ამბობს, აცრილებისთვის ძალიან კარგი ამბავი აქვს.

მისი ინფორმაციით, ახალმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ემართებათ „გრძელი კოვიდი“ და თუ ემართებათ მარტივად გადააქვთ.