გიორგი ფხაკაძე მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს

2021-01-17 18:36:34

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, განაცხადა რომ აუცილებელია ბავშვების ყოფნა ჰაერზე დღეში მინიმუმ 45 წუთი, მოზარდებმა დიდი დრო ბუნებაში უნდა გაატარონ.

„ბავშვებმა რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები, უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი.

მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.