ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. [ვიდეო/video]
"ჟიგულის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობანის შუა გამყოფ ჯებირს შეეჯახა და გამყოფ ზოლზე 1 მეტრის სიმაღლეზე ავარდა.
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.