ხანძარი რუსთავში, ბინის აივანზე

2019-05-14 13:13:50

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში, საცხოვრებელი სახლის აივანზე ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ჩავარდნილი სიგარეტის ნამწვი გახდა.

მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟთან ერთად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იყო მობილიზებული.