მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-05-10 23:01:21

11-13 მაისს საქართველოში, უმეტესად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი იქნება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 11 მაისი +25°C, 12 მაისი +26°C, 13 მაისი +25°C, 14 მაისი +28°C.