დათო ტურაშვილი რუსთავში

2019-05-08 21:47:45

მწერალი დათო ტურაშვილი მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

მწერალმა შეხვედრის მონაწილეებს ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა და საკუთარი წიგნები გააცნო.

შეხვედრის ბოლოს დათო ტურაშვილმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ღონისძიების მიმდინარეობისას მკითხველს შეეძლო, შეღავათიან ფასად შეეძინა წიგნები: "ჯინსების თაობა", "ჩაძირული ქალაქი", "სხვა ამსტერდამი", "ტყეების მეფე", "ამერიკული ზღაპრები", "იყო და არა იყო რა".