ბუნებრივი არის ცენტრალური მილი ისევ დააზიანეს.
თბილისის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. კომპანიის კუთვნილმა ტრაქტორმა ერთხელ უკვა დააზიანა მილი რომლის შეკეთებაც მოხდა და რის გამოც ქალაქს 1 დღე გაზი არ მიეწოდებოდა. ტრაქტორმა ამჯერად კიდევ, დაახლოებით 50 მეტრში დააზიანა იგივე მილი.
დაზიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა: VI, VII, VIII მიკრორაიონებს, ასევე ფალიაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ახმეტელის, დოლიძის, ყაზბეგის, გორის ქუჩებს, მრგობრობის და შარტავას გამზირის ლუწ ნომრებს.
ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო და ბუნებრივი აირის მიწოდება სავარაუდოდ 9 მაისს, საღამოდან აღდგება.
სოკარგაზი იმ აბომენტებს ვისაც გაზის მიწოდება შეეზღუდა, მიმართავს რომ გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.