გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
როგორც ინფო რუსთავს კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე, მარის არხის პირველ, მეორე და მესამე დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
11:00-დან 16:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრწანისი, მთისძირი, ფონიჭალა და კუმისის ტბის მიმდებარე დასახლებებში.
13:30-დან 19:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერეთელი, ბაილარი, მირზოევკა, საიმერლო და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 20:30 საათამდე - სოფლებს ლეჟბადინი, ქურთლიარი, მეორე ქესალო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.