რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე "ნისანის" მარკის ავტომობილს საქარე მინა ჩაუმსხვრიეს.
"ინფო რუსთავთან" საუბრისას ავტომობილის მეპატრონემ განაცხადა, რომ დილით სახლიდან გამოსულს მანქანა დაზიანებული დახვდა, თუმცა მანქანიდან არაფერია მოპარული.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეპატრონეს უკვე მესამე მანქანა, დაუზიანეს. ეს არის განზრახ ჩადენილი დანაშაული თუ შემთხვევითობა ჯერ ცნობილი არ არის. ავტომობილის მეპატრონე აცხადებს რომ მას პიროვნული უთანხმოება არავისთან არ აქვს.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.