"შესაძლოა ბაღმა აკრედიტაცია ვეღარ გაიაროს" [photo/video]

2019-05-05 22:09:45

რუსთავში, #33 ბაღის ეზოში, ბაღის თანამშრომლებმა და აღსაზრდელების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. [ვიდეო/video]

აღმზრდელები და მშობლები ბაღის ტერიტორიის გასხვისებასა და შემოღობვითი სამუშაოებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ტერიტორიის გასხვისების გამო, შესაძლოა ბაღმა აკრედიტაცია ვერ გაიაროს, რაც ნიშნავს იმას რომ 12 აღმზრდელი და 400 აღსაზრდელი ბაღს მიღმა დარჩება.

"10 ჯგუფი დავრჩით ბაღში. 2 ჯგუფი, სადაც იყო მამაოა შესული და სამლოცველოა მოწყობილი. ჩვენ არ ვიცოდით, რომ დაიწყო მერიამ შემოღობვითი სამუშაოები, შევედით რეესტრში და ვნახეთ, რომ მიწის მონაკვეთი გასხვისებულია 2014 წელს", - განაცხადა ბაღის თანამშრომელმა.

აქციის მონაწილეებთან რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი მივიდა. მან, განაცხადა, რომ მამაო კეთილგანწყობილია და თუ კი რაიმე პრობლემა შეიქმნა მომავალში მოლაპარაკების გზით მოგვარება შესაძლებელია.

"როგორც არის მიწის ფართი ბაღის საკუთრებაში, ასე უნდა გაიმიჯნოს და შემოიღობოს, თუ კი რამე შემდგომ იქნება სადაო თემა, ამას ნელ-ნელა ჩვენ მამაოსთან ერთად მოვაგვარებთ და ყველაფერს ისე გადავწყვეტთ, როგორც ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის არის უკეთესი. შესაძლებელია ბაღს მომავალში გაუჭირდეს აკრედიტაციის გავლა, თუ კი ბაღს არ ექნება სტანდარტით დადგენილი მიწის მონაკვეთები. შესაძლებელია, რომ აკრედიტაციის პროცესი გართულდეს, თუმცა მანამდე ჩვენ საქმეს არ მივიყვანთ და ყველაფერს ისე გავაკეთებთ, რომ ბაღმა აკრედიტაცია გაიაროს", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა

ცამეტი ასურელი მამის სამლოცველოს მამა კახაბერმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ" "სტადიონის ტერიტორია იყო ეპარქიის კუთვნილებაში, თუმცა მერიამ რამდენიმე წლის წინ ის გაასხვისა და დღეს იქ საცხოვრებელი კორპუსია აშენებული. მას შედეგ შემპირდნენ, რომ შემომთავაზებდნენ ალტერნატიულ მიწას, მითხრეს, რომ გასაყიდად გამოიტანეს ბაღის მიმდებარე ტერიტორია, გავყიდე ჩემი სახლი, აუქციონში მივიღე მონაწილეობა და შევიძინე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწები, 2014 წელს".

ალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ: "მიმდინარეობს შემოღობვითი სამუშაოები, რეაბილიტაციას ვუტარებთ ბაღის ღობეს, რომელსაც თვითონ მუნიციპალიტეტი აწარმოებს. რაც შეეხება ნაწილი ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა წლებში არის გაყიდული".


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები