ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა [photo]

2019-05-04 15:07:05

რუსთავში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

გამოფენა სახელწოდებით "ბრწყინვალე აღდგომა" "ლაზიკაში" გაიმართა.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლა „არტკერას“ და მე-17-ე სკოლის მოსწავლეების როგორც ნახატები ასევე ხელნაკეთი ნივთები.

გამოფენის პარალელურად გაიმართა კონკურსი, მიწვეულმა სტუმრებმა შეღებეს სხვადასხვა ნივთები და ბავშვებთან ერთად დახატეს.

გამოფენას ჩოხოსანთა საზოგადოება და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე ესწრებოდა.