6 მაისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-05-03 17:29:37

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე, მე-16, მე-17, 21-ე მიკრორაიონებში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 18:30 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, ყაბური, ჩივთქილისა და მიმდებარე სოფლებში.

11:30-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო ოროზმანი, პანტიანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.