რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გაფართოებული საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის გარეშე, განცხადების საფუძველზე ჩაირიცხებიან ბავშვები,რომლებიც არიან:
1.მრავალშვილიანი ოჯახებიდან (ოთხი და მეტი შვილი). ამავე კატეგორიაში ჩაითვლება ოჯახი,თუ დედა მეოთხე ბავშვზეა ფეხმძიმედ.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დედის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
დედის ფეხმძიმობის შემთხვევაში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ორსულობის დამადასტურებელი ცნობა.
2.მარჩენალდაკარგული ბავშვები.
განცხადებას უნდა ერთვოდეს ბავსვის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
3.მარტოხელა დედის შვილები.
განცხადებას დაურთეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი,ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მარტოხელობის დამადასტურებელი ცნობა.
განცხადებები და საბუთები წარმოადგინეთ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, მერიის მესამე სართულზე, 13 ივნისიდან 31 მაისის ჩათვლით"- ნათვამია განცხადებაში.