რუსთავში "ასკილის გალერეა" გაიხსნა

2019-05-02 15:29:21

რუსთავში "ასკილის გალერეა" გაიხსნა.

კომპანია "ასკილის" ორგანიზებით კაფე-ბარის ტერიტორიაზე გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გალერეის სტუმრებს ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენა შეეძლებათ.

გალერეა კაფე-ბარის ტერიტორიაზე მუდმივად დარჩება. გამოფენა-გაყიდვის დახურვის შემდეგ, აქ აგამორჩეული ავტორების ნამუშევრები იქნება გამოფენილი, რომელთა დათვალიერების საშუალებაც "ასკილის" სტუმრებს მიეცემათ.

ამ ეტაპზე საგამოფენო სივრცეში 26 რუსთაველი ავტორის ნამუშევარია წარმოდგენილი. ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა კი 13:00 საათიდან 21:00 საათმადეა შესაძლებელი.