სამუშაოებისთვის 2 676 900 ლარია გამოყოფილი

2019-05-02 12:40:23

გარეჯის ქუჩის გაგრძელებისა და გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის გზის საფარის რეაბილიტაცია დაიწყო.

ასფალტ/ბეტონის საფარისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები და გზის ორივე მხარეს ტროტუარები მოეწყობა. 

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2  676 900 ლარს შეადგენს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, აგვისტოში უნდა დასრულდეს.

სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გზა" კეთილსინდისიერად შეასრულებს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს.