რუსთავში სამარხი აღმოაჩინეს [video]

2019-05-03 00:54:44

რუსთავში, ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეების (IV-VIII) სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი შემთხვევით, მუშებმა ნახეს, სამუშაოები შეაჩერეს და ფაქტის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობეს. [ვიდეო/video]

პირველადი დათვალიერებით, სამარხი სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის კოლექტიური სამარხია. ის მიწის ზედაპირიდან 2 მეტრის სიღრმეშია განთავსებული. სამარხში აღმოჩენილია 3 ადამიანის ძვლები, მათგან 2 ზდასრულის ხოლო 1 ბავშვის. სამივე სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

ადგილი სადაც სამარხი აღმოაჩინეს სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს.

"ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე ერთ-ერთ თხრილში სადაც შიდა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობდა, აღმოჩნდა სამარხის ნაშთები. ამ სამარხიდან მხოლოდ შემორჩენილია სამხრეთი ფილა და რამდენიმე მიცვალებულის ჩოჩხის ნაშთი, სამარხი როგორც ჩანს ადრევეა დაზიანებული და ნაშთების სახით არის შემორჩენილი", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" რუსთვის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზი პაჭიკაშვილმა.