ველომსვლელობა რუსთავში

2019-04-30 21:48:28

რუსთაველმა ველომოყვარულებმა ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა მოაწყეს.

ათეულობით ველომოყვარული რუსთავის შემოსასვლელიდან დაიძრა, რამდენიმე ქუჩა გაიარა და მსვლელობა ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ დაასრულა.

ველომოყვარულებს მოედანზე ქალაქის მერი დახვდა, ირაკლი ტაბაღუასა და მსვლელობის ორგანიზატორებს შორის საუბარი რუსთავში არსებულ პრობლემებს შეეხეო. ველომოყვარულები ბილიკების კეთილმოწყობაზე, მათ დახაზვას და თვითმმართველობიდან ხელშეწყობას მოითხოვდნენ. თავის მხრივ ქალაქის მერმა მათ გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა.

შეგახსენებთ რომ ველომსვლელობა ყოველი თვის ბოლოს იმართება და მიზნად, მძღოლების მხრიდან პატივისცემას, ველოსიპედით უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას ისახავს.

ველომოყვარულების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის 3 ეკიპაჟი უზრუნველყოფდა.