აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, რუსთავის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.
აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება დილიდან მიმდინარეობს.
დასუფთავების სამუშაოებს "რუსთავ სერვის ცენტრი" ასრულებს.
"რუსთავ სერვის ცენტრის" თანამშრომლები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ასუფთავებენ, როგორც სასაფლაოსკენ მიმავალ გზას, ასევე სასაფლაოების ფერდობს.