რუსთავის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა ორმხრივია და შეფერხება არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, საცობების არსებობის შემთხვევაში, 29 აპრილს საპატრულო პოლიცია გზებზე მოძრაობის ახალ მარშრუტს დააწესებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ქალაქში დაბრუნებას გაჩიანის გზით შეძლებს.