29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია თბილი ამინდი. სითბოს ფონზე, ძირითადად საღამოს საათებში, საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოში კი +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში 29-30 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 1-2 მაისს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 29 აპრილი +26°C, 30 აპრილი +27°C, 1 მაისი +27°C, 2 მაისი +28°C.