სასაფლაოს მოვლა-პატრონობა

2019-04-26 21:05:37

რუსთავში სასაფლაოს ერთჯერადად გასუფთავებისა და მოწესრიგების საფასური, როგორც ამის შესახებ "საფლავების მოვლა-პატრონობის" სამსახურში განაცხადეს, 20 ლარიდან იწყება და 200 ლარის ფარგლებში მერყეობს.

აღნიშნული სამსახურის თანამშრომლის თქმით, სასაფლაოს ერთჯერადად დასუფთავების ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი სამუშაოა გასაწევი ტერიტორიის  მოწესრიგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ "საფლავების მოვლა-პატრონობის" სამსახური ჭირისუფლებს სასაფლაოს მუდმივად მოვლის სერვისსაც სთავაზობს.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში  სარიტუალო მომსახურება შპს "გემას" ხელმძღვანელმა ნუგზარ ლურსმანაშვილმა განაცხადა, აღნიშნული მომსახურება თვეში 10 ლარი ღირს და საფლავის კვირაში ერთხელ დალაგება/დასუფთავებას გულისხმობს.

მისამართი ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა #19 საკონტაქტო ნომერი: 599 43 64 43