"ახალი მადაგონი" [photo]

2019-04-26 00:47:43

რუსთავში, შარტავას გამზირზე სუპერმარკეტ "მადაგონი"-ს განახლებას აპირებენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით სავაჭრო ქსელი გაფართოვებას გეგმავს.

მოქმედ შენობაზე მოხდება მეორე სართულის დაშენება.

პირველ სართულზე სუპერმარკეტი შეინარჩუნებს არსებულ ფუნქციას, ხოლო მეორე სართულზე განთავსდება მაღაზიები და  მოეწყობა გასართობი სივრცეები.

შენობის ფასადი ერთიანობაში მთლიანად იცვლება და გახდება ვიტრაჟული.

პროექტზე რუსთავის არქიტექტურის სამსახურში იმსჯელეს და დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გაიტანეს სადაც კენჭი უყარეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს.