2019-04-25 20:12:46
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე შემთხვევის ადგილზე გასვლითი სასამართლო სხდომა გაიმართა. [ვიდეო/video]
ე.წ. სტამბოლის ბაზარზე იმყოფებოდნენ საქმის მოსამართლე მადონა მაისურაძე, საქმის პროკურორები და ბრალდებულის ადვოკატები.
დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დღეს მოსამართლემ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მტკიცებულებების გაოკვლევა განახორციელა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ დაცვის მხარის პოზიცია კიდევ უფრო მყარი და დამაჯერებელი გახდა.
"აქ იყო საუბარი მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამებოდა მათი ჩვენებები რეალურ პარამეტრებს და მიგვაჩნია, რომ დღეს გამოკვლეული ინფორმაცია ადასტურებს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას", - აცხადებს ბექა ბასილაიამ.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ განაცხადა, მტკიცებულებების შემთხვევის ადგილზე გამოკვლევა მოვლენების განვითარების ტრაექტორიისა თუ ქრონოლოგიის უკეთ აღქმას ემსახურებოდა.
"მოსამართლემ შეხედა შემთხვევის ადგილს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროცესზე წარდგენილი მოწმეთა ჩვენებები და წერილობით საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში დაფიქისრებული მონაცემები შეესაბამება რეალობას და არის სწორი", - აცხადებს ლევან ჯალაღანია.