გიორგი გოროზიას საჩუქარი #17 საჯარო სკოლას

2019-04-23 21:17:09

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში აქცია "აჩუქე წიგნი" გაიმართა.

აქცია დილიდან ქალაქის მერმა დაიწყო და მოსახლეობას, ქუჩაში წიგნები აჩუქა. აქციას მოგვიანებით საკრებულოს წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურის და ააიპ-ების ხელმძღვანელებიც შეუერთდნენ.

წიგნები ასევე საჩუქრად გადაეცა სხვადასხვა სკოლებს და ბიბლიოთეკებს. "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი გოროზია #17 საჯარო სკოლას ეწვია და საჩუქრად წიგნები გადასცა.

დღის მანძილზე 1000-მდე წიგნი დარიგდა.

წიგნის ჩუქების დღე 23 აპრილი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ დააფუძნა და ის წიგნის საერთაშორისო დღეს უკავშირდება.