რუსთაველები ციხის მშენებლობის წინააღმდეგ [video]

2019-04-09 14:55:22

ჭყონდიდელის დასახლებაში აქცია გაიმართა. [ვიდეო/video]

მოსახლეობა ციხის მშენებლობის შეჩერებას, სახელმწიფოსგან რეაგირებას და იუსტიციის მინისტრთან  თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვს.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და თვითმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ.

"ეს ტერიტორია რუსთავის ადმინისტრაციულ ერთეულად ითვლება, თუმცა რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებაში. როდესაც ასეთი მშენებლობა იწყება აუცილებელია ხალხის გამოკითხვა, მათი შეხედულებების და აზრის მოსმენა", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულია როგორც ჩანს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ცუდი ის არის, რომ ირაკლი ტაბაღუა არც კი დაინტერესდა რა მშენებლობა მიდიოდა. დღესაც როგორც ხედავთ, მას არ აქვს პასუხი და პასუხისმგებლობა, რომ ეს მშენებლობა ნამდვილად შეჩერდება", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნანა შატბერაშვილმა.

"მე წარმოვადგენ საგანმანათლებლო ორგანიზაციას. მე პირადად ძალიან მიუღებლად მიმაჩნია ამ ტერიტორიაზე ციხის მშენებლობა, რადგან განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ მსგავსი დაწესებულების დასახლებულ პუნქტთან ახლოს აშენებაში"- განაცხადა "სიქას" წარმომადგენელმა გიორგი თვალიაშვილმა.

"ვაპროტესტებთ ციხის მშენებლობას, რადგან არანაირი ინფრომაცია არ ჰქონდა მოსახლეობას ისე დაიწყო სამუშაოები. არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც არ გვინდა დასახლებულ პუნქტთან ახლოს აშენდეს ციხე. ვითხოვთ შეჩერდეს უმოკლეს ვადაში მშენებლობა, ჩამობრძანდეს თეა წულუკიანი და გვიპასუხოს იმ კითხვებზე, რაც გვაწუხებს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდების დასახლებასთან ახლოს ციხის მშენებლობის სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.


ავტორი

ნინა პარუნაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები