"თამაზ გველუკაშვილის სახელობის ტურნირი"

2019-04-06 18:27:15

რუსთავში, საქართველოს პირველობა, თავისუფალ და ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში გაიმართა.

"თამაზ გველუკაშვილის სახელობის ტურნირზე", საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-ზე მეტმა სპორტსმენმა იასპარეზა.

"ინფო რუსთავთან" ქვემო ქართლის ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გველუკაშვილმა განაცხადა, რომ: - "წელს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ტურნირს დაემატა სტატუსი "საქართველოს პირველობა". ანუ ამ ტურნირში გამარჯვებული ბავშვები, ითვლებიან უკვე საქართველოს ჩემპიონებად და საქართველოს სახელით იასპარეზებენ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. თავისთავად ამან გამოიწვია განსაკუთრებული ინტერესი და კონკურენცია. მარტო ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში 264 მონაწილე გვყავს. აბსოლიტურად ყველა რეგიონი არის წარმოდგენილი. ეს არის ყოველწლიური ტურნირი"

სპორტულ ღონისძიებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვიმმართველობის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს პირველობა დღეს დაიწყო და 9 აპრილამდე გაგრძელდება.

გამარჯვებულები ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მიიღებენ მონაწილეობას.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები