ყველაზე ძვირადღირებული სკვერი რუსთავში

2019-04-03 17:59:12

რუსთავში, მე-7 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. "ჩიკაგოს" სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება გარე განათება, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები. გარდა ამისა, სკვერში პატარებისთვის საბავშვო ატრაქციონები და სპორტული მოედანი მოეწყობა. სკვერის შუაგულში მინი ამფითეატრის ფორმატის სივრცეც გაკეთდება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი ფანჩატური აშენდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს "არბა" ასრულებს. პროექტის ღირებულება კი 973 564 ლარია. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სკვერის კეთილმოწყობა ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს.

დასასვენებელი ადგილის კეთილმოწყობა რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ავტორი

სოფო ცერცვაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები