"ზოგადად კანონი არის კანონი და არ შეიძლება მსგავსი ქმედების განხორციელება" - განაცხადა, საცხოვრებელი კომპლექსის "დირსის" ერთ–ერთ კორპუსში დევნილთა შეიჭრასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა.
"ინფო რუსთავთან" საუბრისას, მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ: -"მესმის ახლა ძალიან გაუსაძლისი პირობები აქვთ დევნილებს. ჩვენც იმიტომ ვიბრძვით და იმიტომ ვშრომობთ, რომ ეს გაუსაძლისი პირობები დაძლეულ იქნეს, მაგრამ ამ ფორმით და ასეთი ვითარებით ყოვლად მიუღებელია. დარწმუნებულები იყვნენ, რომ იქ ვინც არიან, ნაწილი შეჭრილებისა, ძალიან ბევრი მიიღებს ბინას. არიან პირები, რომლებიც რეგიონიდან არიან ჩამოსულები და არ ეკუთვნით თბილისში ბინა. 2013 წლის 1 ივნისის მონაცემებით, ფაქტობრივად ის, ვინც დამისამართებულია თბილისში, ისინი იღებენ ბინას და ზოგადად იმათმა რა დააშავეს, ვინც ელოდება ბინებს და არ იჭრებიან. მე ზოგადად ეს პროცესი პოლიტიკურად მართვადი მგონია"
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ერთი კორპუსის სამი სადარბაზო სრულად დაიკავეს და სახელმწიფოსგან ბინებით უზრუნველყოფას ელოდებიან.
დღეს დაახლოებით 18:00 საათისთვის კი დევნილებმა დირსის კომპლექსი დატოვეს.