რუსთავში ქურდობის ფაქტები გახშირდა.
ბოლო 3 თვის მონაცემებით "ინფო რუსთავის" ობიექტივში 23 ქურდობის შემთხვევა დაფიქსირდა.
რუსთავში, იანვრის თვის დასაწყისიდან ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მოიმატა ასევე სასურსათო მაღაზიების გატეხვის ფაქტებმა, ასევე დაფიქსირებულია საეკლესიო მაღაზიის და სასაფლაოს ქურდობის ფაქტები.
გახშირდა ასევე ავტომობილების საქარე მინების ჩამსხვრევის და სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების მოპარვის ფაქტები.
ბოლო თვეში საგრძნობლად იმატა ბინის ქურდობის ფაქტებმაც. დაკავებულებს საცხოვრებელი ბინებიდან ძვირფასი ნივთები და ფული აქვთ გატანილი.
რუსთავში ასევე დაკავებულია ორი პიროვნება ხიდის კონსტრუქციის მოშლის და ნაწილების მოპარვის საქმეზე.
ქალაქში დაფიქსირდა ასევე არასრულწლოვნების მიერ, როგორც ტექნიკის ასევე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების ქურდობის ფაქტები.
მომხდარი საქმეების დიდი ნაწილი რუსთავის პოლიციამ გახსნა და შესაბამისად დააკავა ბრალდებულები.