მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-03-31 22:46:10

1-2 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. მთიან და მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 1 აპრილი +11°C, 2 აპრილი +16°C, 3 აპრილი +17°C, 4 აპრილი +16°C.